Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი პარლამენტარი სნოუდენთან დაკავშირებული ჟურნალისტის პარტნიორის დააპატიმრების საქმეში გარკვევას მოითხოვს


ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში დააპატიმრეს აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ყოფილ თანამშრომელთან, ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებული ჟურნალისტის პარტნიორი. ცნობით, დევიდ მირანდას ცხრა საათის განმავლობაში დაკითხავდნენ ანტიტერორისტული უწყების გამომძიებლები, რის შემდეგაც ის გაუშვეს. მირინდა პარტნიორია გლენ გრინვალდისა, რომელმაც ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანის“ გზით საზოგადოებას ამცნო აშშ-ის თვალთვალის გლობალური პროგრამის შესახებ, რის თაობაზეც ინფორმაცია მათ სნოუდენმა მიაწოდა. „გარდიანის“ უებსაიდზე გრინვალდმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ მირინდას მობილურ ტელეფონს, კომპიუტერსა და „USB flash Driver-“ს კონფისკაცია გაუკეთეს. „გარდიანის“ განცხადებაში წერია, რომ ის შეშფოთებულია მირანდას დაკავების გამო და ბრიტანეთის ხელისუფლებას მოთხოვს განმარტებას. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ, კიტ ვაზმა განაცხადა, რომ საჭიროა სწრაფად დადგინდეს, რატომ დაკითხავდნენ მირანდას ცხრა საათს და პატომ გაუშვეს ის ბრალდების წაყენების გარეშე. მირინდას დაკავების გამო „ძლიერი შეშფოთება“ გამოხატა ბრაზილიამ, სადაც, რიო დე ჟანეიროში, გრინვალდი და მისი პარტნიორი დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG