Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და სამხრეთ კორეამ სამხედრო მანევრები დაიწყო


აშშ-ის და სამხრეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ყოველწლიური სამხედრო მანვერები, რომელსაც ჩრდილოეთი კორეა მის ტერიტორიაზე შეჭრისთვის მზადებას მიიჩნევს. აშშ-ის არმიის თანახმად, წვრთნა გაგრძელდება 30 აგვისტომდე. მანევრების დაწყების ფონი დაძაბულობის შემცირებაა კორეის ნახევარკუნძულზე. ორი კორეული სახელმწიფო შეთანხმდა განაახლონ ერთობლივი სამრეწველო რეგიონის მუშაობა. კვირას პხენიანმა მიიღო სეულის შეთავაზება, მოილაპარაკონ გაყოფილი ოჯახების კვლავ გაერთიანების თაობაზე. ჩრდილოეთ კორეას შესამჩნევი განცხადება ამჟამინდელი მანევრების შესახებ არ გაუკეთებია. ადრე მსგავსი წვრთნების დროს ის ბირთვული ომით იმუქრებოდა.
XS
SM
MD
LG