Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნასამართლევი პირების ნაწილს შეზღუდვები მოეხსნება


საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირებს, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოხდილი აქვთ სასჯელი, ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება მიღებულია ფერისცვალების რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით. ის 19 აგვისტოს აღნიშნა მარლთმადიდებელმა ეკლესიამ. პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელმოხდილ პირებს, რომლებიც ნასამართლევ პირებად მიიჩნევიან, ასევე პირებს, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გაათავისუფლებს პირობითი მსჯავრის შემდგომი მოხდისაგან, მოუხსნის დამატებით სასჯელს (გარდა გადახდილი ჯარიმისა) და ნასამართლეობას. პრეზიდენტის შესაბამისი აქტი არ შეეხებათ პირებს, ვისაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG