Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გარდიანი“ აიძულეს სნოუდენისაგან მიღებული მასალა გაენადგურებინა


ბრიტანეთის გაზეთ „გარდიანის“ განცხადებით, ის აიძულეს, გაენადგურებინა მასალა, რომელიც აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისაგან ჰქონდა მიღებული. „გარდიანის“ დღევანდელ ნომერში მთავარი რედაქტორი ალენ რასბრიჯერი წერს, რომ გაზეთის ოფისში, ბრიტანეთის უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომლის თანდასწრებით გაანადგურეს ჰარდრაივები, რომლებიც შეიცავდა სნოუდენისაგან მიღებულ ინფორმაციას. რასბრიჯერის თქმით, ოფიციალური პირები ზეწოლას ახდენდნენ მას შემდეგ, რაც „გარდიანმა“ გამოაქვეყნა სნოუდენის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია შეერთებული შტატების თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG