Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ითხოვს საქართველოში დაკავებული ტაჯიკი ჟურნალისტის გამოშვებას


პარიზში დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ საქართველოს მოუწოდებს, მალე გაათავისუფლოს ცნობილი ტაჯიკი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, დოდოჯონ ატოვულოევი. ის სამშაბათს დააკავეს თბილისის აეროპორტში. როგორც ატოვულოევმა ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, მას განუმარტეს, რომ აკავებენ ტაჯიკეთის ხელისუფლების მოთხოვნით, ექსტრემიზმსა და ტერორიზმში ბრალდების საფუძველზე. ატოვულოევმა სახელი გაითქვა ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ კრიტიკული რეპორტაჟებით. თბილისში ის ჩეხეთის რესპუბლიკიდან ჩაფრინდა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ტაჯიკეთის ხელისუფლების მიერ ატოვულოევის დაპატიმრების მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG