Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლომ მუბარაქის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო


გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ეგვიპტის სასმართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის პატიმრობიდან განთავისუფლების შესახებ. აპრილიდან მოყოლებული მოსამართლეებმა სამ საქმეზე მუბარაქის პირობითი განთავისუფლების გადაწყვეტილება უკვე გამოტანეს. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის დაცვა იმედოვნებდა, რომ მათი კლიენტი მის მიმართ აღძრული მესამე ბრალდებაშიც გამართლდებოდა. საქმე შეეხება წარდგენილ ბრალდებას ინფორმაციის მინისტრისაგან უკანანო საჩუქრების მიღების შესახებ. მუბარაქის დაცვის მთავარი გამამართლებელი არგუმენტი ამ საქმეზე ის იყო, რომ ეგვიპტის ყოფილმა პრეზიდენტმა უკვე დააბრუნა უკან საჩუქრად მიღებული 600 ათასი დოლარი. ჯერჯერობით უცნობია, დაუყოვნებლად იქნება თუ არა პატიმრობიდან განათავისუფლებული ჰოსნი მუბარაქი, რომელიც 85 წლისაა.
XS
SM
MD
LG