Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოსნი მუბარაქს შინა პატიმრობაში მოათავსებენ


ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს შინა პატიმრობაში მოათავსებენ. ამის შესახებ ოთხშაბათს ღამით განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ. მანამდე, ასევე ოთხშაბათს, კაიროში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ციხიდან მუბარაქის პირობით გათავისუფლების შესახებ. 85 წლის მუბარაქი 2011 წლის აპრილში დააკავეს, იმავე წელს ეგვიპტეში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების შედეგად მისი მმართველობის დამხობის შემდეგ. მას წაყენებული აქვს სხვა ბრალდებებიც - კერძოდ, 2011 წლის ამბოხებისას დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალების თავდასხმებთან დაკავშირებით. მუბარაქს ციხიდან, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოუშვებენ.
XS
SM
MD
LG