Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეში გაიმართა პრეზიდენტ მუგაბეს მორიგი ვადით ინაუგურაცია


ზიმბაბვეში გაიმართა ქვეყნის პრეზიდენტად რობერტ მუგაბეს მორიგი ვადით ინაუგურაცია. 89 წლის მუგაბე უკვე 33 წელია, დგას ხელისუფლების სათავეში. საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მას დამაჯერებელი გამარჯვება ერგო წელს, 31 ივნისს გამართული არჩევნების შედეგადაც. ოპოზიციის ლიდერი მორგან ცვანგირაი, რომელმაც ბოიკოტი გამოუცხადა ინაუგურაციის ცერემონიას, აცხადებს, რომ არჩევნებმა დარღვევებით ჩაიარა. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირსაც აეჭვებთ არჩევნების სამართლიანობა. მუგაბეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ზიმბაბვეში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ეკონომიკურ დაღმასვლაზე.
XS
SM
MD
LG