Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს


ვაშინგტონში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების ირაკლი ალასანიასა და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრა. პენტაგონის ინფორმაციით, ჰეიგელმა ისაუბრა საქართველოს წვლილზე უსაფრთხოების საერთაშორისო ოპერაციებში და მადლობა გადაუხადა ალასანიას მსხვერპლისთვის, რომელსაც ქართველი ჯარისკაცები და მათი ოჯახები იღებენ. პენტაგონის პრესსამდივნოს ცნობით, აშშ-ის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა შეაქო საქართველოს ძალისხმევა, გაზარდოს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო ზედამხედველობა, რაც, ჰეიგელის თქმით, დემოკრატიული პროგრესის მკაფიო მაგალითია. ამერიკელმა მინისტრმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით პროგრესის ეფექტიანი გზა სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებაა. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აშშ და საქართველო კიდევ უფრო გააფართოებენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.
XS
SM
MD
LG