საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ბოლო დღეებში რუსეთის ელჩებმა მიიღეს ინსტრუქცია და რამდენიმე ქვეყანაში გამოაქვეყნეს სტატიები“, სადაც ციტატად მოჰყავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ ომში დამნაშავე საქართველოა. პრეზიდენტის თქმით, ასეთი ინსტრუქციები მიიღეს რუსეთის ელჩებმა მრავალ ქვეყანაში, რაც საშიშია და პირდაპირ აზარალებს საქართველოს. სააკაშვილმა, რომელიც დღეს ოზურგეთში ესტუმრა ცხინვალთან 2004 წელს დაღუპული ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახს, მთავრობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
ყველაზე პოპულარული
1