Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა ციხის მმართველი "ავტორიტეტები"


ნაციონალურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა სასჯელაღსრულების დაწესებულებების "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ მართვის სქემა. ინფორმაციით, რომელიც პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს. მინაშვილმა დასახელა სხვა კონკრეტული პირებიც, რომლებიც, მისი თქმით, ციხეებს აკონტროლებენ. მან ისაუბრა შედეგებზეც, რომლებსაც იწვევს სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული დანაშაულებრივი სქემა. "პირველი - ეს არის კრიმინალი, ძალადობა სწორედ შიგნით, ციხის სისტემაში. ამის ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს. ამის ყველაზე თვალნათელი დადასტურებაა ახალგაზრდას, კორტავას მკვლელობა, რომელიც დაკვეთილი იყო ციხის ადმინისტრაციის მიერ და რომელიც შესრულებული იყო სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან. მეორე შედეგი და ყველაზე თვალნათელი შედეგი - როგორ ხდება ციხიდან ამ მაყურებლების, კრიმინალებისა და ავტორიტეტების მხრიდან დანაშაულის კონტროლი და გაფართოება ციხის გარეთ", - განაცხადა პარლამენტარმა აკაკი მინაშვილმა.
XS
SM
MD
LG