Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუჰამად მურსის მომხრეები საპროტესტო აქციებისათვის ემზადებიან


ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის ისლამისტი მომხრეები მასობრივი საპროტესტო აქციების განახლებას აპირებენ. მათი პროტესტი მიმართულია არმიის მხარდაჭერით შექმნილი დროებითი მთავრობის წინააღმდეგ. დღეისათვის დაგეგმილი დემონსტრაციები ბევრს მიაჩნია გამოცდად მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ გამძლეობისათვის მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკებებისას ასობით ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დაპატიმრებულ იქნენ „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერები. მურსი - ეგვიპტეში დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც სამხედროებმა 3 ივლისს გადააყენეს - გასაიდუმლოებულ ადგილას ჰყავთ დაკავებული.
XS
SM
MD
LG