Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის გამგებელი ოლეგ იაძე შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს


საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგეს. ამასთან დაკავშირებით ოლეგ იაძემ გუშინ განაცხადა. მისი ოპონენტების თქმით, მან განცხადება გადადგომის თაობაზე უკვე დაწერა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალა. დღეს კასპის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ სხდომაზე იმსჯელებენ გამგებლის ახალ კანდიდატურაზე. ასევე ცნობილია, რომ დღესვე ოლეგ იაძის მხარდამჭერები შეიკრიბებიან კასპის ცენტრში. რაც შეეხება მის მოწინააღმდეგეებს, ისინი აცხადებენ, რომ იაძემ გუშინ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს თითოეული სოფლიდან 50 კაცის მობილიზება და აქციის გამართვა დაავალა. ოლეგ იაძე აცხადებს, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში, მასთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრებს იმედი გაუცრუვდებათ, რადგან არც კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის და არც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს, აღნიშნული ჯგუფის წევრები არ დაიკავებენ.
XS
SM
MD
LG