11-მა არასამთვრობო ორგანიზაციამ საქართველოს ცსკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარმოადგინა. თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელია, მანამდე კი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. თავად ჟვანია თბილისში არ იმყოფება და მისი კანდიდატურის წარდგენას არ დასწრებია. 11 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ კანდიდატურის შერჩევისას გაითვალისწინეს ის, თამარ ჟვანიას აქვს საარჩევნო საკითხებზე მუშაობის გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში, კარგად იცის საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკა, არის პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და პრინციპული. წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღები იქნება როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე მმართველი კოალიციისთვის. ცსკ-ის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი 12 აგვისტოს გადადგა თანამდებობიდან და განაცხადა, რომ „არარადიკალურ ძალებთან” თანამშრომლობით ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს.
არასამთვრობოებმა საქართველოს ცსკ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარმოადგინეს
ყველაზე პოპულარული
1