Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ადმინისტრაციამ შეამცირა კომენდანტის საათი


ეგვიპტის დროებითმა მთავრობამ ორი საათით შეამცირა ღამით მოქმედი კომენტანტის საათის ხანგრძლივობა, რადგან ქვეყანაში მღელვარება იკლებს. გავრცელებულ განცხადებაში მთავრობა ამბობს, რომ კომენდანტის საათი საღამოს შვიდი საათის ნაცვლად დაიწყება 9 საათზე და გასტანს დილის ექვს საათამდე. გამონაკლისი იქნება პარასკევი, როცა კომენდანტის საათი შვიდი საათიდან იმოქმედებს. დროებითმა მთავრობამ, რომელსაც მხარს ეგვიპტის არმია უჭერს, კომენდანტის საათი 14 აგვისტოს შემოიღო, დამხობილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის და მუსლიმთა საძმოს მომხრეებზე ზეწოლის პარალელურად. გასულ კვირაში დააპატიმრეს მუსლიმთა საძმოს ასობით წევრი. ბევრი მათგანი მიმალვაშია. დროებითი მთავრობა აცხადებს, რომ კომენდანტის საათი სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ეგვიპტეში ასობით ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც არმიამ 3 ივლისს მურსი გადააყენა.
XS
SM
MD
LG