Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობის შემთხვევებს სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის მთავრობის წარმომადგენლებით თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთში სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა დღეს მომხდარი ძალადობის შემთხვევების შედეგად. ყველაზე სისხლიანი ინციდენტი მოხდა მოსულის შემოგარენში. იქ შეიარაღებულმა პირებმა სამხედროების მანქანა გააჩერეს და ხუთი ჯარისკაცი დახოცეს. მოსულშივე მოკლულ იქნა მაღაზიის მფლობელი, რომელიც შაბაკთა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. ჩრდილოეთის ქალაქ ბალადში ადგილობრივ მოსამართლეზე მოხდა თავდასხმა, რასაც მოსამართლის დაჭრა მოჰყვა. დაიღუპა სამი მედდა, რომლებიც შემთხვევით აღმოჩდნენ აფეთქების ადგილას. მიმდინარე წელს ერაყში მნიშვნელოვნად მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა. წლის დასაწყისის შემდეგ მოკლულ იქნა 3,600-ზე მეტი ადამიანი. ანალიტიკოსების თქმით, ძალადობა უკავშირდება სუნიტი არაბების სიბრაზეს - ისინი თვლიან, რომ მთავრობა, რომელშიც დომინანტურ ძალას შიიტები წარმოადგენენ, მათ ინტერესებს უგულებელყოფს.
XS
SM
MD
LG