Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამასკი დათანხმდა ქიმიური თავდასხმის შესახებ ცნობების გაეროს მიერ შემოწმებას


სირიის მთავრობამ და გაერომ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ გაეროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს გამოძიება დამასკთან ახლოს ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობების ირგვლივ. რუსეთი გამოდის გაფრთხილებით, რომ ამ ინციდენტზე ბრალის წაყენება ჯერ „ძალიან ადრეა“. შეთანხმება კვირას დაიდო, დამასკში, სირიის მთავრობასა და განიარაღების საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს, ანგელა კეინს შორის. დამასკის თქმით, შეთანხმება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და მწვანე შუქს უნთებს გაეროს ექსპერტებს, რომლებიც უკვე სირიაში იმყოფებიან. გაეროს განცხადებით, გამოძიება ორშაბათიდან დაიწყება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმის შესახებ ცნობების ირგვლივ ბრალის ნაადრევად წაყენება „ტრაგიკული შეცდომა“ იქნება. ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ 21 აგვისტოს ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, როცა მთავრობის ძალებმა ქიმიური იარაღით მიიტანეს იერიში მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ ადგილებზე დამასკის შემოგარენში.
XS
SM
MD
LG