Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შეშფოთებულია სირიის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ოპერაციით


რუსეთი შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ „უკიდურესად სახიფათო შედეგები“ მოჰყვება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას. რუსეთის საგარეო უწყების მიერ ორშაბათს გავრცელებული ცნობით, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის კვირას, ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ მოსკოვში „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს ამერიკელი ოფიციალური პირების მინიშნება სირიაში ინტერვენციისათვის მზადყოფნაზე. ეს განცხადება მოჰყვა ბრალდებებს, რომ სირიის პრეზიდენტის ჯარებმა გასულ კვირაში, ოთხშაბათს გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. სირიის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს. გაეროს ქიმიური იარაღის ექსპერტების გუნდი დღეს დაათვალიერებს ადგილს, სადაც სავარაუდოდ მოეწყო ქიმიური იარაღით თავდასხმა. დამასკი კვირას დათანხმდა ექსპერტების იქ შეშვებას.
XS
SM
MD
LG