Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: უკრაინა ვერ იქნება ერთდროულად ევროკავშირისა და საბაჟო კავშირის წევრი


რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის, იგორ შუვალოვის განცხადებით, უკრაინა ვერ იქნება ერთდროულად ევროკავშირისა და რუსეთის ინიციატივით შექმნილი საბაჟო კავშირის წევრი. შუვალოვმა ეს განცხადება გააკეთა მოსკოვში რუსეთისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების, დმიტრი მედვედევისა და მიკოლა აზაროვის შეხვედრის შემდეგ. დღესვე, უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, მედვედევმა აზაროვს მოუწოდა, განიხილონ „სამართლებრივი, საორგანიზაციო და ეკონომიკური შედეგები“, რომლებიც მოჰყვებოდა კიევის მიერ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. მოსკოვს სურს, რომ კიევმა უარი თქვას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე და გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში, რომელშიც, რუსეთთან ერთად, ბელორუსი და ყაზახეთი შედიან. უკრაინას იმედი აქვს, რომ წელს ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოაწერს ხელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებებს.
XS
SM
MD
LG