Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში აღნიშნავენ მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლის 50-ე წლისთავს


ვაშინგტონში დღეს ათიათასობით ადამიანი იკრიბება მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად. ლეგენდარულმა შავკანიანმა უფლებადამცველმა ამ გამოსვლაში ასახა თავისი ოცნება რასობრივი უსამართლობისაგან თავისუფალ ქვეყანაზე და შთაგონების წყაროდ იქცა ადამიანის უფლებების დასაცავად არაძალადობრივი გზლით მებრძოლი აქტივისტებისთვის მთელს მსოფლიოში. მარტინ ლუთერ კინგმა თავისი სიტყვა წარმოთქვა 1963 წლის 28 აგვისტოს, ვაშინგტონში, სადაც საპროტესტო სვლის მონაწილე 250 000-მდე ადამიანის წინაშე გამოვიდა. დღეს, ვაშინგტონში შეკრებილებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიმართავს. მისი გამოსვლა, თბილისის დროით, 19:30-ზე იწყება.
XS
SM
MD
LG