Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ამზადებს სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს


ბრიტანეთი ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერას რეზოლუციის პროექტისათვის, რომელიც დაშვებულად აცხადებს „ყველა საჭირო ზომას“ სირიაში სამოქალაქო პირების დასაცავად. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის ცნობით, რომელიც სოციალურ ქსელ "ტვიტერით" გავრცელდა, რეზოლუციის ამ პროვექტს დღეს, მოგვიანებით წარუდგენენ გაეროს უშიშროების საბჭოს. ლონდონის ინიციატივა მოჰყვა ცნობას, რომ 21 აგვისტოს სირიაში ასობით ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად. სირიის საკითხში გაეროს საგანგებო წარმომადგენელმა, ლახდარ ბრაჰიმიმ დღეს ჟენევაში გამოთქვა რწმენა, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენცია მხოლოდ გაეროს მხარდაჭერის შემთხვევაში უნდა მოხდეს. „ვფიქრობ, საერთაშორისო სამართალი ამ საკითხში სრულიად მკაფიოა. საერთაშორისო სამართლით, სამხედრო ზომას გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა მიმართონ. ამას ამბობს საერთაშორისო სამართალი“, განაცხადა ბრაჰიმიმ. ვრცელდება ასევე გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადება, რომ გაეროს ექსპერტებს მეტი დრო სჭირდებათ 21 აგვისტოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდების გამოსაძიებლად.
XS
SM
MD
LG