აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ჯამილ ჰასანლი, რომელიც ოპოზიციის მიერ დასახელებული, პრეზიდენტობის ალტერნატიული კანდიდატია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, 61 წლის ჰასანლი დარეგისტრირებულ იქნა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი 9 ოქტომბრის არჩევნებისათვის. სამშაბათს აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა ოპოზიციის მთავარ კანდიდატს, 74 წლის რუსტამ იბრაგიმბეკოვს. უარის მიზეზად დასახელდა მისი ორმაგი - რუსეთის და აზერბაიჯანის - მოქალაქეობა და ის გარემოება, რომ იბრაგიმბეკოვი მუდმივად არ ცხოვრობს აზერბაიჯანში. პრეზიდენტობის კანდიდატად არის დარეგისტრირებული მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც, რომელიც 2003 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში. პრეზიდენტის პოსტზე მისი წინამორბედი იყო მამამისი - ჰეიდარ ალიევი.
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რეგისტრაციაში გაატარეს ოპოზიციის ალტერნატიული კანდიდატი
ყველაზე პოპულარული
1