Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს ჩატარდება


ტაჯიკეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 6 ნოემბერი დაადგინა. ტაჯიკეთის კანონმდებლები ამ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანნი იყვნენ. დიდი ალბათობით, მოქმედი პრეზიდენტი ემომალი რახმონი მეოთხე ვადით იყრის კენჭს. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რახმონმა, ოფიციალური მონაცემებით, ხმების 79% მიიღო. ემომალი რახმონი ტაჯიკეთის სათავეშია 1992 წლიდან, პრეზიდენტის პოსტზეა - 1994 წლიდან. 2003 წლის რეფერენდუმის შედეგად, რახმონს მიენიჭა უფლება კენჭი ეყარა როგორც 2006 წლის, ისე წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ემომალი რახმონი სათავეში უდგას მმართველ - „ტაჯიკეთის სახალხო დემოკრატიულ პარტიას“.
XS
SM
MD
LG