Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ ავღანეთში ტერაქტი განახორციელა


თვითმკვლელი მოიერიშის მიერ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, შაბათს მომხდარი თავდასხმის შედეგად ექვსი კაცი დაიღუპა და 20 დაიჭრა. თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა ქალაქში მდებარე“ ქაბულის ბანკის“ წინ. დაღუპულთა შორის არიან პოლიციელი და დაცვის თანამშრომელი. პასუხისმგებლობა მომხდარ იერიშებზე არავის აუღია. თუმცა, კვალი შესაძლოა თალიბ მეამბოხეებამდე მიდიოდეს, რომლებიც სამხრეთ ავღანეთში განსაკუთრებით მძლავრობენ.
XS
SM
MD
LG