Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნელსონ მანდელას მდგომარეობა კრიტიკული რჩება


სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ მანდელა გაწერეს საავადმყოფოდან, სადაც იგი ფილტვის მწვავე ინფექციის გამო ორთვიანი მკურნალობის კურსს გადიოდა. 85 წლის მანდელა კვირას დაბრუნდა მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა, სამხრეთ აფრიკის მთავრობის ცნობით, „მის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, და ხანგამოშვებით არასტაბილურია.“ მთავრობის ოფიციალური ცნობის თანახმად, მანდელას სახლში ზუსტად ისეთივე მკურნალობის კურსი ჩაუტარდება, რაც მას საავადმყოფოში ჰქონდა.
XS
SM
MD
LG