Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი კონსტიტუციის წინაშე თანასწორობის შესახებ საუბრობს


"ყველა რელიგიის წარმომადგენელი და სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომელთა წინაშე ყველა თანაბარია" , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ გასულ კვირაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას. დავით უსუფაშვილის შეფასებით, მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსურია და დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო. ”როდესაც ერთი ღამის განმავლობაში სასულიერო-საკულტო ნაგებობის აშენება უკანონდ ხდება, ამის გამკეთებლს რაღაც ბოლომდე გააზრებული არა აქვს, ან აქვს, მაგრამ არც ისე სასიკეთო და სახელმწიფოებრივი მიდგომით ხელმძღვანელობს” - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, დიდი ყურადღებაა აუცილებელი არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟის შემთხვევაშიც და საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება მრევლის და დანარჩენი საზოგადოებისთვისაც. ”ამ საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა და წინასწარ გვეთქვა ის, რაც პოსტ-ფაქტუმ ითქვა, ამ თემას რელიგიური თვალსაზრისით ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა ” - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის, დემონსტრაციის, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. ”კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლამდიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიეორ პირები თუ პარლამენტის წევრები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG