Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთ გამოცდას უწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სახით ქვეყანას კიდევ ერთი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. თბილისში, ამბასადორიალზე გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას, საზოგადოების პოლიტიკური კულტურის სიმწიფეს და რომლის შედეგშიც ეჭვს აღარავინ შეიტანს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად მისცეს ხმა პრეზიდენტობის ნებისმიერ კანდიდატს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თავად წყვეტს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება, სახელწიფო კი ყველაფერს იღონებს, რათა მოქალაქეებისთვის კოსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება დაცული იყოს. ივანიშვილის განცხადებითვე, წინა არჩევნებისას უხეშად ირღვეოდა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლება და იყო შემთხვევები, როდესაც დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მიკერძოებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ. ”ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დიპლომატიური სამსახური ქვეყნის სამსახურშია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ ენდობა უცხოეთში აკრედიტებული ქართველი დიპლომატების პროფესიონალიზმს და დარწმუნებულია, რომ ისინი ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლებას დაიცავენ.
XS
SM
MD
LG