Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს ოპოზიციონერი ალექსანდრ ფრანცკევიჩი


ბელორუსიაში ციხიდან გაათავისუფლეს ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსანდრ ფრანცკევიჩი, რომელიც თითქმის სამი წელი იხდიდა პატიმრობას „ანარქისტული აქტივობისთვის“. ოფიციალური პირების ცნობით, 23 წლის ფრანცკევიჩი „პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ“ იქნება. ის 2010 წლის სექტემბერში დააპატიმრეს კიდევ ოთხ ოპოზიციონერ აქტივისტთან ერთად. დაკავებულებს ბრალად წაუყენეს თავდასხმების მოწყობა ადმინისტრაციულ შენობებზე, მათ შორის მინსკში რუსეთის საელჩოსათვის აალებადი ყუმბარების სროლა. აქტივისტები აცხადებენ, რომ მათი ქმედებების მიზანი იყო ყურადღების მიპყრობა ბელორუსიაში შექმნილი ვითარებისაკენ, პოლიციის მხრიდან რეპრესიების ჩათვლით. 2011 წლის მაისში ხუთივე აქტივისტი დამნაშავედ ცნეს. მათ პატიმრობა შეეფარდა. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ალექსანდრ ფრანცკევიჩი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს.
XS
SM
MD
LG