Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში გენოციდის ბრალდება წაუყენეს ციხის ყოფილ უფროსს


რუმინეთში გენოციდის ბრალდება წაუყენეს ციხის ყოფილ უფროსს, ალექსანდრუ ვისინესკუს. ის კომუნისტური რეჟიმის წლებში ხელმძღვანელობდა ციხე რიმნიკუ სერატს, რომელშიც ძველი ელიტის წარმომადგენლები და ინტელექტუალები ჰყავდათ დაკავებული. პროკურორები აცხადებენ, რომ ვისინესკუს მმართველობის დროს, 1956-63 წლებში, პატიმრებს სცემდნენ, აშიმშილებდნენ, არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას, სიცივეში ამყოფებდნენ. 87 წლის ვენესკუს, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG