Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ყოფილი პრეზიდენტი, როგორც ჩანს, დამასკს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში


ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ირანის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი დამასკს აკრიტიკებს ქიმიური იარაღით თავდასხმისთვის. არადა, ირანის მთავრობა აცხადებს, რომ მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა რაფსანჯანის ამ შეფასებაზე. ვიდეომასალა აჩვენებს რაფსანჯანის მაზანდარანის პროვინციაში, გასული კვირის მიწურულს ვიზიტისას: „ხალხზე ქიმიური იარაღით თავდასხმებს ახორციელებს საკუთარი მთავრობა და ახლა ხალხი ამერიკული ბომბების ჩამოვარდნასაც უნდა მოელოდეს“. რაფსანჯანის ეს განცხადება თავდაპირველად წერილობით, ციტატის ფორმით გაავრცელა ირანის ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ. მოგვიანებით ტექსტში ცვლილება შეიტანეს, რათა ამოეღოთ დამასკის მიმართ ბრალდება. თეირანის ოფიციალური პოზიციაა, რომ მეამბოხეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა 21 აგვისტოს დამასკთან მომწამვლელი ნივთიერებით მოწყობილ თავდასხმაზე.
XS
SM
MD
LG