Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესი მინისტრებს მოუსმენს სირიის კრიზისთან დაკავშირებით


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარდგებიან სირიის კრიზისზე სასაუბროდ. დღესვე შეეცდება პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას გეგმისათვის, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციის განხორციელებას 21 აგვისტოს სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების საპასუხოდ. ობამამ შაბათს განაცხადა, რომ სურს შეერთებული შტატების კონგრესის დასტურის მიღება „შეზღუდული“ სამხედრო ოპერაციისათვის. ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის ხმარებაში. ასადი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG