Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სამინისტრო არ ადასტურებს ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას


ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ ნაციონალური მოძრაობის გემერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არ ადასტურებს საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრო. მის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მომენტისთვის ივანე მერაბიშვილი რაიმე ჩივილს არ გამოთქვამს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პერიოდულად ამოწმებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები და ამ ეტაპზე სტაციონარში გადაყვანის ჩვენება არ არსებობს. სასჯელაღსრულების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებით ივანე მერაბიშვილის ადვოკატის ხმამაღალი განცხადების მიუხედავად, მისგან, ან თავად ბრალდებულისგან რაიმე შეტყობინება არ მიუღია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მერაბიშვილს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება. სამინისტროს ცნობითვე, მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიური გამოკვლევა სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის წამყვანმა სპეციალისტებმა ვანო მერაბიშვლს ჩაუტარეს ივლისის ბოლოს და არანაირი ორგანული პათოლოგია არ გამოვლენილა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და აუცილებელია სამოქალაქო სექტორის ექიმების მიერ მისი შემოწმება, ან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა.
XS
SM
MD
LG