Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი გაწევრიანდება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“


სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის განცხადებით, მისმა ქვეყანამ გადაწყვიტა, შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირს“. ამის შესახებ სარქსიანმა სამშაბათს მოსკოვში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. „მე დავადასტურე სომხეთის სურვილი შევიდეს საბაჟო კავშირში და ჩაერთოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის პროცესში. ეს რაციონალური გადაწყვეტილებაა და იგი სომხეთის ეროვნული ინტერსებიდან გამომდინარეობას," სარქსიანის განცხადება შეაქო რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის თქმით, ერევნის გადაწყვეტილება, შეუერთდეს „ევრაზიის ინტეგრაციის პროცესს“ განამტკიცებს ორმხრივ ურთიერთობებს. „საბაჟო კავშირის“ წევრმა ქვეყნებმა - რუსეთთან ერთად ბელორუსიამ და ყაზახეთმა - შარშან დააარსეს „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“. ისინი მიზნად ასახელებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას, ევროპის კავშირის მოდელით. მოსკოვი მიმართავს ზომებს, რათა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც უბიძგოს ამ პროცესში ჩართვისაკენ.
XS
SM
MD
LG