Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის ლიდერები მხარს უჭერენ ობამას სირიის საკითხში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი მოუწოდებენ სენატს, მხარი დაუჭიროს სირიაზე „შეზღუდული“ სამხედრო ოპერაციის თაობაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს. სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე კერიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო აკვირდება, შეძლებს თუ არა აშშ სათანადო პასუხი გასცეს სირიაში „ღირსების წინააღმდეგ“ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმას, თუ განზე გადგება. კონგრესი 9 სექტემბერს იმსჯელებს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ შეზღუდული სამხედრო ოპერაციის გეგმაზე. მანამდე კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ჯონ ბოენერმა, რომელიც თეთრ სახლში გამართულ სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერს ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას. სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მომხრეა დემოკრატთა ლიდერი ნენსი პელოსიც, რომელმაც განაცხადა, რომ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების აღკვეთა აშშ-ის “ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედს წარმოადგენს.“
XS
SM
MD
LG