Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა შვედეთს ეწვია, რუსეთში „დიდი 20“-ის სამიტის დაწყებამდე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შვედეთს ეწვია, სანქტ-პეტერბურგში „დიდი 20“-ის სამიტის დაწყებამდე. ობამა სტოკჰოლმში ხვდება შვედეთის პრემიერ-მინისტრ ფრედერიკ რეინფელდსა და მეფე კარლ გუსტავს. ვიზიტი ითვალისწინებს აგრეთვე შეხვედრებს ფინეთის, დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ვაშინგტონმა სასწრაფოდ ჩართო შვედეთში ვიზიტი ობამას განრიგში მას შემდეგ, რაც გააუქმა პირისპირ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ეს შეხვედრა მოსკოვში უნდა გამართულიყო, მაგრამ გაუქმდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავშესაფარი მიანიჭა აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილ კონტრაქტორს, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ედვარდ სნოუდენს. ობამა სტოჰკოლმიდან გაემგზავრება სანქტ-პეტერბურგში, სადაც 5-6 სექტემბერს გაიმართება „დიდი 20“-ის სამიტი.
XS
SM
MD
LG