Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხედრო ხომალდებს აგზავნის ხმელთაშუა ზღვაში


რუსეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გააგზავნა სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება რუსეთის სამხედრო-დიპლომატიურ წყაროებზე დარყდნობით. „ინტერფაქსის“ ცნობით, იმავე რეგიონში 5-6 სექტემბერს ჩავლენ რუსეთის სადესანტო ხომალდები „ნოვოჩერკასკი“ და „მინსკი“. დღეს უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „არ გამორიცხავს“ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას, თუ დამტკიცდება, რომ დამასკმა ქიმიური გაზი გამოიყენა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს სირიამ მოუწოდა საფრანგეთის პარლამენტს, რომელიც სირიის საკითხზე დებატებს იწყებს, ნუ იჩქარებს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღებას.
XS
SM
MD
LG