Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პრეზიდენტი: სირიის კონფლიქტის სამხედრო მოგვარება არ არსებობს


სანკტ-პეტერბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის წინ ევროპის კავშირის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს სირიის გარშემო. მათ მოუწოდეს გაეროს იარაღის ინსპექტორებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოაქვეყნონ ინფორმაცია ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე სირიაში, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ იცროდეს, რა რეაქცია გააკეთოს. ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით არ მოგვარდება: „სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით ამ მოგვარდება. მხოლოდ პოლიტიკურ მოგვარებას შეუძლია დაასრულოს ეს საშინელი სისხლისღვრა, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევა და სირიის ფართო განადგურება“, თქვა ვან რუმპემ. ევროკომისიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ სირიაში ვითარეობა ჩვენი დროის უდდესი ჰუმანიტარული ტრაგედიაა. ბაროზუს თქმით, ევროპის კავშირი ფიქრობს, რომ კონფლიქტის მოგვარების წინადადებები პოლიტიკური მიმართულებით უნდა განვითარდეს. ევროკავშირი, მისი ცნობით, მილიარდ სამას მილიონ ევროს გამოუყოფს სირიის ხალხს.
XS
SM
MD
LG