Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა


საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია ”საქართველოს გზის” საპატიო თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ცსკ-მ მიზეზად ის დაასახელა, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება არ შეუძლია. თავად სალომე ზურაბიშვილი და მისი ინტერესების დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გადაწყვეტილებას უკანონოს და დაუსაბუთებელს უწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტობის კანდიდატად ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის რეგისტრაციისთვის არანაირ შეზღუდვას არ ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG