Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის შესახებ განცხადებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩმა


სირიის კრიზისის შესახებ განცხადებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ გარკვევით თქვა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება აღმაშფოთებელია და სირიის ხელისუფლებამ დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღმაშფოთებელი უწოდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას და განაცხადა, რომ ენდობა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის შესაბამის დასკვნას.
XS
SM
MD
LG