ხუთშაბათის სამუშაო ვახშამზე, სანკტ-პეტერბურში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს, მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, როგორ უნდა უპასუხონ სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის ლიდერები კვლავაც გაყოფილი არიან ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად ამ საკითხზე. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სურს სამხედრო ოპერაციით დაისაჯოს სირიის მთავრობა 21 აგვისტოს თავდასხმისთვის, რომელსაც აშშ-ის თანახმად, 1400 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ ძალის ყოველგვარი გამოყენება, გაეროს თანხმობის გარეშე, აგრესიული ქმედება იქნება. აშშ-ის ელჩმა გაეროში, სამანთა პაუერმა, ხუთშაბათს რუსეთს ბრალად დასდო, რომ გაეროს უშიშროების საბჭო „მძევლად“ ჰყავს სირიის კრიზისის გამო.
ყველაზე პოპულარული
1