Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის აკვატორიაში ე.წ „საპორტო ვიზიტით“ იმყოფება ნატოს სამი გემი


ბათუმის აკვატორიაში პირველი, ე.წ „საპორტო ვიზიტით“ იმყოფება ნატოს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი გამნაღმველი ჯგუფის ორი გერმანული და ერთი თურქული გემი. მათი დახვედრის ცერემონიას ხელმძღვანელობდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელმაც გერმანული საფლაგმანო გემი MOSEL-ი დაათვალიერა.
ბათუმში გაიმართა ნატოს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილის, ადმირალ მაინდერჰუდის შეხვედრა საქართველოს ცენტრალური და აჭარის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გემების ეკიპაჟები და საქართველოს შს-თა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები ზღვის ფსკერზე ერთობლივ წვრთნასა და განაღმვის იმიტირებულ ოპერაციას ჩაატარებენ.
XS
SM
MD
LG