Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლო ადგენს, რომ ირანის შვიდ ბანკს სანქციები უნდა გაუუქმონ


ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირმა უნდა გააუქმოს სანქციები და აქტივები კვლავ გაუხსნას, ირანის შვიდ ბანკს და სხვა ფირმებს. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ არ იყო წარმოდგენილი საკმარისი დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ ეს ბანკები და ფირმები ირანის ბირთვულ პროგრამასთან არიან დაკავშირებული. ლუქსემბურგში დაფუძნებულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სანქციები, სულ მცირე, ორი თვით დარჩება ძალაში, შესაძლებელი აპელაციის გამო. ევროკავშირმა და აშშ-მა სანქციები დაუწესეს ირანის საფინანსო სექტორს და კომპანიებს, რომლებიც ირანის სადავო ბირთვულ პროგრამასთან შეიძლება იყვნენ კავშირში.
XS
SM
MD
LG