აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რათა მათგან სირიის რეჟიმის წინაამდეგ სამხედრო ოპერაციაში მხარდაჭერა მოეპოვებინა. ვარაუდობენ, რომ სირიის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის გამოც აშშ-ს ასადის დასჯა სურს . ევოკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა, მინისტრებთან კერის შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფო ეთანხმება აზრს, რომ არსებული ინფორმაცია მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქიმიური იარაღი სირიის მთავრობამ გაროიყენა. ევროკავშირის წევრებს შორის განხეთქილებაა სირიის დაბომბვის საკითხში. წევრი ქვეყნების ნაწილი მოუწოდებს ვაშინგტონს, დაელოდოს გაეროს ინსპექტორების დასკვნას ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გარშემო. გერმანია აცხადებს, რომ ის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ბრიტანეთის პარლამენტმა ამ ქვეყნის მონაწილეობას იერიშში უარი უთხრა. საფრანგეთი, თავიდან, მხარს უჭერდა სამხედრო აქციას, მაგრამ პარასკევს პრეზიდენტმა ოლანდმა განაცხადა, რომ გაეროს ინსპექტორების დასკვნას დაელოდება.
ჯონ კერი ევროკავშირის მინისტრებს შეხვდა სირიაზე თავდასხმის საკითხში მხარდაჭერის მოსაპოვებლად
ყველაზე პოპულარული
1