Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 33 ოლქში და მხარეში გუბერნატორებს, ასევე 11 რეგიონული დედაქალაქის მერებს ირჩევენ


რუსეთის ფედერაციის 33 ოლქსა და მხარეში არჩევნები მიმდინარეობს. არჩეულ უნდა იქნეს რვა გუბერნატორი, 16 რეგიონული საკანონმდებლო კრება და რეგიონების 11 დედაქალაქის მერები. მოსკოვსა და ეკატერინდურგში განსაკუთრებით დაძაბული იყო წინასაარჩევნო კამპანია. მოსკოვის მერის არჩევნებში ჩაბმულია ოპოზიციონერი, სერგეი ნავალნი.
"იმედი მაქვს, რომ საარჩევნო პროცესი კარგად ჩაივლის", განაცხადა მან, "არ მოხდება ძალადობა, და მართლა გამიხარდება, თუ მოსკოველები შეძლებენ თავიანთი ნების გამოხატვას და იმ მერს და იმ პოლიტიკური ატმოსფეროს აირჩევენ ქალაქში, რომელიც სურთ ახალ მოსკოვში", განაცხადა ნავალნიმ.
ნავალნის კონკურენტია მოსკოვის ფავორიტი, სერგეი სობიანინი. ეკატერინბურგში ოპოზიციონერ კანდიდატს, 50 წლის ევგენი როიზმანს, აქვს შანსი გაიმარჯვოს.
XS
SM
MD
LG