Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი მოითხოვს მოსკოვში მერის არჩევნების შედეგის შემოწმებას


რუსი ოპოზციონერი ალექსეი ნავალნი მოითხოვს მოსკოვში მერის არჩევნების შედეგის შემოწმებას - საარჩევნო ბიულეტენების განმეორებით დათვლას მას შემდეგ, რაც არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი მერი, სერგეი სობიანინი გამოცხადდა. მოსკოვის საარჩევნო კომისიის განცხადებით, სობიანინს ერგო ხმების 51,3%, ხოლო ნავალნის 27,2%. ნავალნი არ ცნობს არჩევნების შედეგს:
„რაც ხდება, განვიხილავთ ფალსიფიკაციად, რომელიც ამჟამად ხორციელდება ქალაქ მოსკოვის მერიისა და სერგეი სობიანინის შტაბის მიერ. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს მონაცემები კენჭისყრაში ამომრჩევლის აქტივობის შესახებ“, განაცხადა ნავალნიმ, რომელიც არჩევნების მეორე რაუნდის ჩატარებას ითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება, თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ სობიანინს ხმების 50%-ზე ნაკლები ერგო. კენჭისყრაში ელექტორატის 32% მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG