Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუთშაბათს გაიმართება მოსკოვის მერად სერგეი სობიანინის ინაუგურაცია

ხუთშაბათს გაიმართება მოსკოვის მერად სერგეი სობიანინის ინაუგურაცია. მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის თანახმად, 8 სექტემბრის არჩევნების შედეგი დამტკიცებულია და მოქმედი მერი, სერგეი სობიანინი ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად. მას ხმების 51,37% ერგო. ოპოზიციონერი კანდიდატი ალექსეი ნავალნი მეორე ადგილზეა ხმების 27,24%-ით. ის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. ნავალნი და მისი ათასობით მომხრე ორშაბათს შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე. სობიანინს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერრით სარგებლობს, 2010 წლიდან უკავია მოსკოვის მერის თანამდებობა.
​
XS
SM
MD
LG