Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა დათანხმდა ქიმიური იარაღის ჩაბარების გეგმას


სირიის მთავრობა აცხადებს, რომ თანახმაა, ახალი ინიციატივის შესაბამისად, საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს თავისი ქიმიური არსენალი. როგორც იუწყებიან, ამის შესახებ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა განაცხადა მოსკოვში ვიზიტისას. მანამდე გავრცელდა რუსეთის განცხადება, რომ დამასკთან ერთად მუშაობს „ნათელ, კონკრეტულ“ გეგმაზე იარაღის ჩასაბარებლად. იარაღის ჩაბარების ინიციატივას, რომელიც ორშაბათს გამოცხადდა და მიზნად ისახავს სირიის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის თავიდან აცილებას, თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა დასავლეთში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „პოტენციურად დადებითი“ უწოდა ინიციატივას, მაგრამ გამოთქვა შეშფოთება, რომ სირიის მმართველმა რეჟიმმა ეს იდეა შესაძლოა, "შესაფერხებელ ტაქტიკად" გამოიყენოს. სირიელი ოპოზიციონერები ამ ინიციატივას „პოლიტიკურ მანევრად“ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG