Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს განაგრძობს აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია


საქართველოში ვიზიტს განაგრძობს აშშ-ის უწყებათშორისი დელეგაცია, რომელიც ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს ეცნობა. დელეგაციას, რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს, სამუშაო სადილზე უმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. დღესვე დელეგაციის წევრები თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ნატოში გაწევრიანების პროცესსა და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე. სამინისტროს ცნობითვე, აშშ-ის დელეგაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მიერ ხმის მიცემის პროცედურითაც დაინტერესდა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება და ყველა სამხედრო მოსამსახურეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნება.
XS
SM
MD
LG