Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აპირებს თალიბების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის გათავისუფლებას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სარტაჯი აზიზის განცხადებით, ისლამაბადი მზად არის, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ავღანეთის თალიბანის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარდარი, რათა ხელი შეუწყოს მეზობელ ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოღებას. ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლებს აქამდე არაერთხელ უთხოვიათ ისლამაბადისათვის, გაათავისუფლოს ბარდარი - თალიბანის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი, პაკისტანში დაპატიმრებულ თალიბებს შორის. სარტაჯი აზიზმა სამშაბათს უთხრა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს, რომ პაკისტანის მთავრობა „პრინციპში“ დათანხმდა ბარდარის გათავისუფლებას და ახლა მსჯელობის საგანია, თუ როდის გადადგამენ ამ ნაბიჯს - სავარაუდოდ მიმდინარე თვეში. აზიზის ინფორმაციით, ბარდარის პაკისტანში გაათავისუფლებენ, მაგრამ არ გადასცემენ ავღანეთს, რასაც ქაბულში იმედოვნებდნენ.
XS
SM
MD
LG