Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული მიესალმება პაკისტანში თალიბანის ლიდერის გათავისუფლების გეგმას


ავღანეთის მთავრობა მიესალმება ცნობას, რომ პაკისტანი მზად არის, პატიმრობიდან გამოუშვას ავღანელი თალიბების ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარდარი, რათა ხელი შეუწყოს ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოღებას. ბარდარი რანგით მეორე პირი იყო ავღანელი თალიბების ხელმძღვანელობაში. ავღანეთის საგარეო უწყებაში გამოთქვეს რწმენა, რომ ბარდარის გამოშვება დაეხმარება სამშვიდობო პროცესს, ხოლო პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესმდივნის თქმით, ავღანეთი იმედოვნებს, რომ ბარდარს მალე გაათავისუფლებენ. ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო დელეგაციის წევრებს არაერთხელ მოუთხოვიათ ბარდარის გამოშვება. ის არის თალიბანის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელიც პაკისტანში ჰყავთ დაპატიმრებული. მაღალი რანგის პაკისტანელმა ოფიციალურმა პირმა სამშაბათს განაცხადა, რომ ისლამაბადი დათანხმდა ბარდარის გათავისუფლებას, მაგრამ ჯერ არ არის განსაზღვრული მისი გაშვების თარიღი.
XS
SM
MD
LG